
უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი დასავლეთის რჩევას რუსეთთან მოლაპარაკებების შესახებ არ ისმენს. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა G20-ის სამიტის შედეგების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„ზელენსკის G20-ზე გამოსვლიდან დასკვნა გამომდინარეობს, რომ ის დასავლეთის რჩევებს რუსეთთან მოლაპარაკებების შესახებ არ უსმენს. ზელენსკი რუსოფობიურ პოლიტიკას ატარებს. რუსეთს სურს დაინახოს კონკრეტული მტკიცებულება იმისა, რომ დასავლეთი ზელენსკის დისციპლინირებაში დაინტერესებულია“, - განაცხადა ლავროვმა.
მისი თქმით, კიევი მოლაპარაკებაზე უარს ამბობს. უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ წამოყენებული პირობები არაადეკვატური და არარეალურია.
"რუსეთი მოლაპარაკებებზე უარს არ ამბობს, თუ ვინმე უარს ამბობს, ეს არის უკრაინა.
გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ შეერთებული შტატები რუსეთსა და უკრაინას შორის მოლაპარაკებების საფუძველს ქმნის, ჭორებია.
თურქეთსა და დასავლეთს ესმით, რომ მარცვლეულის ექსპორტის პროვოკაციებისგან კიევის შეკავება აუცილებელია.
ევროკავშირი და ნატო დიდი ხანია, რაც ჰიბრიდული მონაწილეები გახდნენ, ჰიბრიდულ კონფლიქტში, ჰიბრიდულ ომში უკრაინაში “, - დასძინა ლავროვმა.
0
0