
დონალდ ტრამპის თქმით, ზელენსკი და პუტინი უნდა შეხვდნენ ერთმანეთს. ეს განცხადება აშშ-ის პრეზიდენტმა ოვალურ კაბინეტში ჟურნალისტებთან საუბრისას გააკეთა.
„მე ვფიქრობ, რომ პრეზიდენტი პუტინი და პრეზიდენტი ზელენსკი უნდა შეხვდნენ ერთმანეთს. იცით, რატომ? ჩვენ გვინდა, შევაჩეროთ მილიონობით ადამიანის მკვლელობა. ახალგაზრდა ჯარისკაცები იღუპებიან. თუ თქვენ ნახავდით თანამგზავრიდან გადაღებულ ბრძოლის ველის სურათებს, რომლებიც მე ვნახე… თქვენ არასდროს გინახავთ მსგავსი სურათები“, – განაცხადა ტრამპმა.
დონალდ ტრამპმა რეპორტიორებს ასევე განუცხადა, რომ სამშვიდობო შეთანხმების მიღწევის შანსი არსებობს.
„მე უნდა დავრწმუნებულიყავი, რომ რუსეთს სურდა ამის გაკეთება,“ – თქვა ტრამპმა.
ტრამპმა ასევე ისაუბრა უკრაინასთან იშვიათი ლითონების შესახებ შეთანხმების გაფორმების პერსპექტივაზე.
„მე ვფიქრობ, რომ შეთანხმებასთან საკმაოდ ახლოს ვართ. მე მგონია, რომ მათ სურთ ეს და ეს მნიშვნელოვანია, ეს დიდი გარიგებაა, მაგრამ მათ სურთ ეს. ეს გვტოვებს იმ ქვეყანაში და ისინი ძალიან კმაყოფილები არიან ამით. ჩვენ უბრალოდ ვიბრუნებთ ჩვენს ფულს. ეს უნდა ხელმოწერილიყო დიდი ხნით ადრე, ვიდრე ჩვენ მოვიდოდით. ბაიდენს უნდა მოეწერა ხელი, მაგრამ ბაიდენმა არ იცოდა დიდად, რას აკეთებდა. ეს ომი საერთოდ არ უნდა დაწყებულიყო“, – თქვა ტრამპმა.
0
0