31/05/2023
12:53
მსოფლიო
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი და რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი შესაძლოა თურქეთს ეწვიონ. ეს თურქეთის პრეზიდენტის რეჯეფ თაიფ ერდოღანის ინაუგურაციის შემდეგ მოხდება, - ამის შესახებ RBC-Ukraine თურქული გაზეთ Hürriyet- ის კორესპონდენტზე დაყრდნობით იტყობინება.
ჟურნალისტის თქმით, თურქეთში პირველი პუტინი ჩავა. ეს მისი პირველი ვიზიტი იქნება თურქეთში 2020 წლის შემდეგ.
მანამდე კრემლის ხელმძღვანელი თურქეთში 27 აპრილს უნდა ჩასულიყო, რათა მონაწილეობა მიეღო ატომური ელექტროსადგურის გახსნაში, რომელსაც როსატომი აშენებდა, მაგრამ ვიზიტი არ შედგა.
გამოცემა, ასევე, იუწყება უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის დაგეგმილი ვიზიტის შესახებ, ეს იქნება უკრაინის ლიდერის პირველი ვიზიტი თურქეთში ომის დროს.
ჰანდე ფირატის თქმით, ვიზიტები ერდოღანის ინაუგურაციის შემდეგ შედგება, რომელიც 3-4 ივნისს არის დაგეგმილი და ერთ-ერთი თემა იქნება მარცვლეულის შეთანხმება, რომელშიც თურქეთი გაეროსთან ერთად შუამავალია.
0
0