29/06/2023
23:35
მსოფლიო
უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მოადგილემ, იგორ ჟოვკვამ განაცხადა, რომ უკრაინას ვილნიუსის სამიტზე ნატო-ში გაწევრიანების მიწვევის მიღება სურს.
იგორ ჟოვკვას თქმით, უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი არ დაესწრება სამიტს, თუ ალიანსის ლიდერები არ გამოიჩენენ გამბედაობას.
უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მაღალჩინოსანმა ასევე აღნიშნა, რომ ნატო-ს სამიტზე უკრაინას სურს პასუხი მიიღოს წევრობის შესახებ განცხადებაზე, რომელიც უკრაინამ გასული წლის 30 სექტემბერს შეიტანა.
„ეს განცხადება ახლა ნატო-ს ლიდერების მაგიდაზეა. ვილნიუსის სამიტი იქნება ძალიან კარგი დასაწყისი ამ განცხადებაზე პასუხის გასაცემად. პასუხის გაცემაში ვგულისხმობთ წევრობის შესახებ მიწვევას, რომელიც მხოლოდ პირველი ეტაპია“, - აღნიშნა მან.
„თუ ვილნიუსის სამიტზე შედეგი არ იქნება, მას [ვოლოდიმირ ზელენსკის] არ აქვს მიზეზი და დრო [სამიტზე] წასასვლელად. პრეზიდენტი არ გაემგზავრება სამიტზე, თუ ლიდერები მიდრეკილნი იქნებიან ან გამოიჩენენ გამბედაობის დეფიციტს მაშინ, როდესაც უკრაინა ებრძვის რუსეთის აგრესიას“, - განაცხადა მან.
0
0