
ბოლო დღეებში განსაკუთრებით გამძაფრდა აშშ - ს მოქმედი ადმინისტრაციის უმაღლესი თანამდებობის პირების, მათ შორის პრეზიდენტ ტრამპის მხრიდან "დიპ სტეიტის" და ფონდების, USAID - ისა და NED - ის მწვავე კრიტიკა. მარტო ბოლო ერთ კვირაში: პრეზიდენტმა ტრამპმა გამოაქვეყნა სტატია "დიპ სტეიტთან" ბრძოლის 7 თვე", სადაც აღნიშნავს, რომ აშშ-სთვის სახელმწიფოებრივი ინტერესია მისი დამარცხება. მარკო რუბიომ USAID - ს კიდევ ერთხელ უწოდა ანტიამერიკული, რევოლუციების დამფინანსებელი კორუფციული ფონდი, ხოლო ჯეი დი ვენსმა NED - ზე განაცხადა, რომ "გზას აცდენილი" ორგანიზაციის დახურვა ამერიკელ ხალხს დაუბრუნებს კონტროლს მათ გადასახადებზე, - წერს ფილოსოფოსი ზაზა შათირიშვილი.
მისი განცხადებით, აშშ-ში არასამთავრობოების მიმართ არსებული კრიტიკული დამოკიდებულებისგან განსხვავებულია ევროპის მიდგომა, სადაც საქართველოში, ძალადობრივი აქციების ორგანიზებაში მხილებული „ენჯეოების“ ანგარიშების დაყადაღებამ, „დიპ სტეიტის“ მიერ მართული ქვეყნების აღშფოთება გამოიწვია. შათირიშვილი ევროპისა და ამერიკის ამ მიდგომას უცნაურ კონტრასტს უწოდებს.
„მაშინ, როდესაც აშშ-ში ასე ღიად ამხელენ და აკრიტიკებენ კორუმპირებულ NGO ორგანიზაციებს, ნახეთ როგორი კონტრასტია ევროპაში ამ კუთხით - საქართველოს პროკურატურის მიერ, ძალადობრივი აქციების ორგანიზებაში მხილებული NGO - ების ანგარიშების დაყადაღებამ "დიპ სტეიტის" მიერ ღიად მართული ევროკავშირის და ცალკეული ქვეყნების აღშფოთება გამოიწვია. ფაქტობრივად, ევროპამ უთხრა საქართველოს მთავრობას - როგორ გაბედეთ და შეეხეთ იმ ორგანიზაციებს, რომლის ხელით რევოლუციებს გიწყობთო...
კიდევ ერთხელ, მოკლედ რომ შევაჯამოთ ერთი შეხედვით უცნაური კონტრასტი - აშშ აღიარებს არასამთავრობოთა დესტრუქციულ როლს, მათ მონაწილეობას რევოლუციებსა და არეულობებში, ხოლო "დიპ სტეიტის" მორჩილი ევროპა კბილებით იცავს აშშ - ს მიერ კორუმპირებულად შერაცხულ NGO - ებს.“ - აღიშნავს ზაზა შათირიშვილი.
0
0