
ახლა რაც შეეხება პრეზიდენტ ყაველაშვილის წერილს, რომელიც თავში ვახსენე - მე იმედი მაქვს, რომ ეს წერილი, რომელშიც სწორად არის გადმოცემული ყველა წუხილი თუ გარკვეული წყენა, იმის მანიშნებელია, რომ სამთავრობო ვერტიკალში აცნობიერებენ პროცესების სინამდვილეს და აცნობიერებენ იმას, რომ არანაირი "დიპ სტეიტთან" მებრძოლი ტრამპი არ არსებობს. ის უზარმაზარი ვაკუუმი, რაც აშშ - მ ხელოვნურად შექმნა საქართველოსთან ურთიერთობაში და რაზეც ბატონი ყაველაშვილი მიანიშნებს, სწორედ რომ ამის დასტურია, - წერს ფილოსოფოსი ზაზა შათირიშვილი.
როგორც მის მიერ გავრცელებულ წერილში ვკითხულობთ, „დიპ სტეიტი“ არჩქარობს და სურს, რომ მის მიერ არაკონტროლირებადი საქართველოს მთავრობა მაქსიმალურად დაასუსტოს, რათა მაგიდასთან ქვეყანა მაქსიმალურად „გალახული“ იჯდეს.
„როდესაც საქართველოს პრეზიდენტი წერს ტრამპს - "თუ მთელი მსოფლიო დაალაგეთ, როგორც ამბობთ, საქართველოსთან ურთიერთობის დალაგება რა გაგიხდათო" - სწორედ აქ არის ძაღლის თავი დამარხული. ტრამპი, ანუ "დიპ სტეიტი" არ ჩქარობს, მას უნდა, რომ ნაბიჯის გადადგმამდე მაქსიმალურად დაასუსტოს, პრობლემები შეუქმნას მის მიერ არაკონტროლირებად საქართველოს მთავრობას და როდესაც საუბრის დრო მოვა, მათ სურთ რომ მაგიდასთან საქართველო მაქსიმალურად "გალახული" იჯდეს. ამიტომ, უახლოეს პერიოდში კიდევ უფრო ბევრი და მძაფრი პროვოკაციაა მოსალოდნელი "დიპ სტეიტის" მართული ევროკავშირისგან, და არა მხოლოდ. ფრთხილად უნდა ვიყოთ ნებისმიერი მიმართულებით!
მიუხედავად სიტუაციის სიმძიმისა, მე მაინც ვფიქრობ, რომ ერთი მხრივ არსებული ვაკუუმის, ხოლო მეორე მხრივ "დიპ სტეიტის" რებრენდინგის პროცესი და ვადები ხელისუფლებამ სათავისოდ უნდა გამოიყენ ზაზა შათირიშვილი. ოს, მაქსიმალურად გაიძლიეროს პოზიციები ქვეყანაში და საბოლოოდ ჩახსნას პოლიტიკური პროცესიდან კრიმინალების ბანდა, რასაც დღეს "ოპოზიცია" ეწოდება. შედეგად კი, როდესაც "ლაპარაკის დრო" დადგება, ჩვენი ქვეყანა ნებისმიერ ოპონენტთან არათუ სუსტად, არამედ მტკიცედ და მყარად წარსდგება“, - წერს ზაზა შათირიშვილი.
0
0