
აშკარაა, რომ დონალდ ტრამპი დიპლომატიის ნაცვლად - ხისტ, უხეშ ძალას იყენებს და ომის ხელშემწყობი და გამჩაღებელი უფროა, ვიდრე „მშვიდობის მტრედი“, - წერს ფილოსოფოსი, ზაზა შათირიშვილი.
მისი განცხადებით, ტრამპი და მის უკან მდგომი ოლიგარქიული ოჯახები მსოფლიოს მართვას წლებია ორუელისეული ფორმულების დამკვიდრებით ცდილობენ, ამ ფორმულების გათვალისწინებით კი, აგრესიისა და ძალადობრივი პოლიტიკის გატარებით გამორჩეული ტრამპი სწორედ „მშვიდობის მტრედია“.
„თუმცა, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ თავად ტრამპი და მის უკან მდგომი ოლიგარქიული ოჯახები მსოფლიოს მართვას წლებია ორუელისეული ფორმულების დამკვიდრებით ცდილობენ, რომლის მიხედვითაც ომი - მშვიდობაა, მონობა - თავისუფლება, უმეცრება - ძალა. ამ ფორმულების გათვალისწინებით, აგრესიისა და ძალადობრივი პოლიტიკის გატარებით გამორჩეული დონალდ ტრამპი დიახაც, რომ „მშვიდობის მტრედია“, რადგან ხშირად გადამწყვეტი არა თავად სიმართლე, არამედ ის ფორმა და გზაა, რომლითაც ინფორმაცია ადამიანებამდე მიდის.
მაგრამ, რეალობა ხომ სულ სხვაგვარია?!“, - წერს შათირიშვილი.
მისივე თქმით, ფაქტია, რომ დონალდ ტრამპი დღეს ომის პარტიის მთავარი წარმომადგენელია, რომელიც პირდაპირ ახალისებს ძალადობას და უკანონობას.
„მიუხედავად იმისა, რომ ოლიგარქიული ოჯახები და დონალდ ტრამპი სწორედ ამ ფორმულებით შექმნილი მოდელირებული რეალობის დამკვიდრებას ცდილობენ, ფაქტებს ვერსად გაექცევიან: ფაქტია, რომ დონალდ ტრამპი დღეს ომის პარტიის მთავარი წარმომადგენელია; ფაქტია, რომ ის პირდაპირ ახალისებს ძალადობას და უკანონობას; ფაქტია, რომ მან სრულად გააუფასურა საერთაშორისო სამართალი; ფაქტია, რომ მან და მის უკან მდგომმა ძალებმა ზოგან ხელოვნურად გააღვივეს, ან გამოიგონეს ახალი კონფლიქტი, ზოგან არსებულ კონფლიქტებზე დაასხეს ცეცხლზე-ნავთი, ზოგან კი უკვე დასრულებული კონფლიქტების დასრულება მიიწერეს დამსახურებად“, - წერს ზაზა შათირიშვილი.
0
0