
„დღეს "დიფ სთეითი" მთელს მსოფლიოში განსაკუთრებით აქტიურ ქმედებებზეა გადასული, თუმცა ყველგან სხვადასხვა ფორმითა და მეთოდებით მუშაობს. თუ ამერიკაში მათ საკუთარი მოდელის რებრენდინგი გადაწყვიტეს და ტრამპის, ვენსის, რუბიოს და სხვა ჩინოვნიკების ხელით ცდილობენ წარმოსახვითად ებრძოლონ იმას, რასაც თავად წარმოადგენენ, ევროპაში ისევ ღიად, უტიფრად მოქმედებენ გაშიფრული აგენტურის ხელით“- ამის შესახებ ფილოსოფოსი ზაზა შათირიშვილის მიერ გავრცელებულ წერილში ვკითხულობთ.
„მათი საბოლოო მიზანი კი, ამ ეტაპზე, სახელმწიფოების გაუქმება და კორპორაციული მმართველობის შემოღებაა. სწორედ ამ დიდი გეგმის მცირე ნაწილია ტრამპისა და მასკის დაპირისპირება, რომელშიც მათ მიერვე კონტროლირებადი მედიით საზოგადოებას უნდა დარჩეს ერთადერთი განცდა - მასკი არის მართალი, ხოლო მისი იდეები ჭეშმარიტი“-აღნიშნავს შათირიშვილი.
მისივე თქმით, ილონ მასკიც ამ დიდი პროექტის პირველ სატესტო მერცხლად უნდა განვიხილოთ, რომელიც დავალების შესაბამისად ეცდება, დაანგრიოს პარტიული და პოლიტიკური მმართველობის მეთოდი აშშ-ში და საფუძველი ჩაუყაროს ახალ, კორპორაციულ მმართველობას.
„კორპორაციული მმართველობის შემოღებით, ანუ სხვადასხვა ქვეყნებისათვის სახელმწიფოებრიობის გაუქმებით, ოლიგარქიული ოჯახები საბოლოოდ მოახდენენ მათი ძალაუფლების ლეგალიზებას და შემდეგ აღარაფერში დასჭირდებათ ფასადური პროცედურები, არჩევნები, შეფუთული აგენტურა და სხვა ისეთი ფორმალური ინსტიტუციები, სადაც კონტროლის მექანიზმების მიუხედავად, ხშირია მათთვის არასასიამოვნო მოულოდნელობები. მაგალითად, როდესაც "დიფ სთეითი" კორპორაციულ მმართველობას დააკანონებს, აღარ მოხდება ისეთი მძიმე შეცდომები, რაც რუმინეთში დაუშვეს და შემდეგ, გამარჯვებული, მაგრამ მათთვის არასასურველი პრეზიდენტის მოსაშორებლად მთელ ქვეყანას მთელი მსოფლიოს დასანახად თავზე გადაახიეს კანონი და კონსტიტუცია.
ილონ მასკიც ამ დიდი პროექტის პირველ სატესტო მერცხლად უნდა განვიხილოთ, რომელიც დავალების შესაბამისად ეცდება, დაანგრიოს პარტიული და პოლიტიკური მმართველობის მეთოდი აშშ-ში და საფუძველი ჩაუყაროს ახალ, კორპორაციულ მმართველობას, რაც ლამაზად შეიფუთება - როგორც ხალხისათვის ეფექტური მმართველობა. სინამდვილეში, ოლიგარქიული ოჯახები უკვე პირდაპირ მოახდენენ საკუთარი ჰეგემონიის ლეგალიზებას. იგივე ბედი ელის ევროპას“-წერია განცხადებაში.
0
0