
“ბედნიერი და ამაყი ვარ, რომ მაქვს შესაძლებლობა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარედ ასარჩევად - წარგიდგინოთ ზაზა გოგავა! ადამიანი, ვისაც საქართველოს თავისუფლების, ერთიანობის და ევროპული მომავლის დასაცავად წლების მანძილზე, მათ შორის, პრეზიდენტ სააკაშვილის მხარდამხარ, ფიზიკურად უბრძოლია”, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა თბილისის ორგანიზაციის ფორუმზე განაცხადა, სადაც თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარეს ზაზა გოგავა აირჩიეს.
ხაბეიშვილის თქმით, კანდიდატის სტატუსმა არ უნდა მოგვადუნოს და უნდა გვახსოვდეს, რომ მთავარი გამარჯვება ჯერ კიდევ წინ გვაქვს და ის მოსაპოვებელია.
"ეს არის ადამიანი ვისაც, საქართველოს თავისუფლების, ერთიანობის და ევროპული მომავლის დასაცავად, წლების მანძილზე, ფიზიკურად უბრძოლია. ეს არის ადამიანი, რომელმაც საქართველოს სიყვარულით, საქართველოს დასაცავად, გაიარა გზა - რიგითობიდან - გენერლობამდე, ისე რომ არც ჯარში მსახურის დროს და არც შემდგომ, არასდროს შეუწყვეტია ყოფნა - რიგით ჯარისკაცად. ის დღემდე ცხოვრობს ამ განცდით, რომ არის საქართველოს რიგითი ჯარისკაცი. ვინ თუ არა ზაზამ, მან ყველაზე კარგად იცის რა ძალა აქვს ერთობას, ერთმანეთის გაგებას და ერთიანი სულისკვეთებას. როგორი საჭიროა მუშაობისას და საქმის კეთებისას - დისციპლინა. და როგორ შეიძლება სამშობლოსთვის ბრძოლაში - თავგანწირვა. აღარ მინდა სიტყვა გამიგრძელდეს, მინდა თქვენი გადაწყვეტილებით, ამ დიდი ბრძოლაში რომელიც წინ გველოდება, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“, თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარედ წარმოგიდგინოთ ზაზა გოგავას კანდიდატურა“, - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.
0
0