
შეხვედრაზე მოსახლეობამ სხვადასხვა მიმართულებით არსებულ პრობლემებზე ისაუბრა და კანდიდატს საკუთარი ხედვების შესახებ კითხვები დაუსვა.
„საარჩევნო კამპანიის ფარგლებში 70-ზე მეტი შეხვედრა გავმართე და დეტალურად გავეცანი მუნიციპალიტეტში არსებულ პრობლემებს, მოსახლეობას გავაცანი ჩემი ხედვა თუ რას ვაპირებ შემდეგი ოთხი წლის განმავლობაში მუნიციპალიტეტის სწრაფი ტემპით განსავითარებლად. გარდა ამისა ინფორმაცია მივაწოდე მიმდინარე პროექტებზე. ჩემი მიზანია მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის დაგეგმვის პროცესში საზოგადოების ჩართულობა იყოს მაქსიმალური, რათა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მთავარი ფინანსური დოკუმენტი მოერგოს მოსახლეობის საჭიროებებს. გუნდთან ერთად მზად ვარ ვემსახურო ხელვაჩაურელებს”, - განაცხადა ზაზა დიასამიძემ.
0
0
მოლდოვის სახელმწიფო ვალი ახალ რეკორდს აღწევს
02/12/2025