20/02/2024
15:15
ბადაგონი
ღვინის კომპანია „ბადაგონი“, რომლის პროდუქციაც 36 ქვეყანაშია წარმოდგენილი - გახლდათ უპირობო ლიდერი კომპანია, რომელმაც 2023 წელს, საზღვარგარეთ ყველაზე მეტი რაოდენობის ღვინო გაყიდა.
როგორც კომპანიის დამფუძნებელი გიორგი სალაყაია BMG-სთან ინტერვიუში აცხადებს, განსაკუთრებული ზრდა აღინიშნებოდა ევროპის ბაზარზე, გამორჩეული კი იყო პოლონეთი და ზარალი, რომელიც უკრაინაში ომის ფონზე მიადგა კომპანიას, პოლონეთმა ამის კომპენსაცია შეძლო.
„ჩვენ მოვახდინეთ სტაბილურად იმ ბაზრების დაკმაყოფილება, სადაც წლების განმავლობაში ვოპერირებდით და რაც მთავარია, იყო განსაკუთრებულად სტაბილური ზრდა იმავე ბაზრებზე. შესაბამისად, გეოპოლიტიკური სიტუაციიდან შექმნილი ინფლაციისა, რომელიც ამა თუ იმ ქვეყანაში განსაკუთრებულად იყო გამოხატული, ჩვენ შევძელით, ამ ყველაფრიდან გამომდინარე, მოგვეხდინა ფასების ზრდა, რამაც მოგვცა საშუალება, შეგვენარჩუნებინა სტაბილურობა.
დღეს კომპანია „ბადაგონი“ 36 ქვეყანაშია წარმოდგენილი თავისი პროდუქციით და ძალიან მნიშვენლოვანი წელი იყო 2023, რადგან განსაკუთრებული ზრდა აღინიშნებოდა ევროპის ბაზარზე. მოგეხსენებათ, გერმანიაში, კერძოდ, ბერლინში გვაქვს ჩვენი ლოგისტიკური პლაცდარმი, საიდანაც ხდება ჩვენი პროდუქციის გასვლა მთელს ევროპაში და აქ იყო განსაკუთრებული ზრდა პოლონეთის ბაზარზე.
შეიძლება ითქვას, ზარალი, რომელიც მივიღეთ უკრაინაში ომის ფონზე, პოლონეთმა ამ ზარალის კომპენსაცია შეძლო. რაც შეეხება ბოლო დიდ გამოწვევას, ეს არის აშშ, რადგან ისევ ვაწყდებით პრობლემას ცნობადობის კუთხით, ქართული ღვინის შესახებ“,- განაცხადა “ბადაგონის” დამფუძნებელმა გიორგი სალაყაიამ.
0
0