-share.jpg)
„უკრაინის ოკუპირებული სამხრეთ-აღმოსავლეთ ზაპოროჟიეს რეგიონის რუსეთის ფედერაციასთან შეერთების შესახებ რეფერენდუმი, სავარაუდოდ, სექტემბერში ჩატარდება, პარალელურად კი, ოკუპირებულ ხერსონში მსგავსი კენჭისყრა გაიმართება,“ - განაცხადა მოსკოვის ადგილობრივმა ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ვლადიმერ როგოვმა.
„ყველაფერი ცხადყოფს, რომ რეფერენდუმი სექტემბრის პირველ ნახევარში ჩატარდება. ზუსტ თარიღს ჯერ არ დავასახელებ. მიმდინარეობს საარჩევნო კომისიების ფორმირება“, - განაცხადა ვლადიმერ როგოვმა.
როგოვმა ასევე დასძინა: „ამ საარჩევნო კომისიების მთავარი სამუშაო იქნება ამომრჩეველთა სიების დაზუსტება იმის გათვალისწინებით, რომ ზოგიერთმა ადამიანმა რეგიონი დატოვა. საკონტაქტო ურთიერთშეხების ხაზზე მიღწეულმა წარმატებებმა ორ რეგიონში უსაფრთხოება უზრუნველყო, რაც იმას ნიშნავს, რომ შესაძლებელია, ზაპოროჟიესა და ხერსონში რეფერენდუმი ერთდროულად ჩატარდეს.“
0
0
"მთავარი არხი" განცხადებას ავრცელებს
16/07/2025