-share.jpg)
საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის განცხადებით, ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურიდან მძიმე იარაღის გადატანის შესახებ შეთანხმება მიღწეულია.
„ამჟამად მიმდინარეობს მოლაპარაკებები იმის შესახებ, თუ როგორ უნდა მოხდეს იარაღის გამოტანა ელექტროსადგურიდან. ჩვენ შევძელით ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის დაცვა და ასევე ჩვენი მიზანია დავიცვათ ზაპოროჟიეს აეს-იც. მომავალი კვირები გადამწყვეტი იქნება", - აღნიშნა მაკრონმა.
ამჟამად, საფრანგეთის პრეზიდენტი პარიზში საერთაშორისო კონფერენციას მასპინძლობს, რათა ზამთრის ცივი ტემპერატურის პირობებში მყოფ უკრაინას დაეხმაროს.
როგორც ცნობილია, უკრაინის უმსხვილესი ატომური ელექტროსადგური რუსეთს მარტიდან აქვს ოკუპირებული; ობიექტზე რუსული იარაღი ინახება და საარმიო ქვედანაყოფებია განლაგებული. ატომური ელექტროსადგურის დაცვის მიზნით, რუსეთთან და უკრაინასთან მოლაპარაკებებში გაეროს საერთაშორისო ატომური ენერგიის სააგენტოს ხელმძღვანელი რაფაელ გროსიც იყო ჩართული.
0
0