05/07/2023
01:23
მსოფლიო
“უკრაინის შეიარაღებული ძალები ავრცელებენ ინფორმაციას, რუსული მხარის მიერ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის შესაძლო დარღვევის შესახებ” - წერს „რაშა თუდეი“
StratCom-ის ინფორმაციით, სადგურის მე-3 და მე-4 ენერგობლოკების სახურავზე „ასაფეთქებელი მოწყობილობების მსგავსი უცხო ობიექტები“ იყო განთავსებული.
ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ მოწყობილობების ნგრევა ვერ დააზიანებს ელექტროსადგურებს, მაგრამ შექმნის უკრაინის სავარაუდო დაბომბვის სურათს.
რუსული სააგენტო „ტასი“ წერს, რომ „როსენერგოატომის გენერალური დირექტორის მრჩევლის რენატ კარჩაას განცხადებით, უკრაინა 5 ივლისის ღამეს ზაპოროჟიეს ელექტროსადგურზე თავდასხმას აპირებს მაღალი სიზუსტის იარაღითა და “კამიკაძე” დრონების გამოყენებით.
მისი თქმით, უკრაინა ასევე აპირებს სადგურს რადიოაქტიური ნარჩენებით სავსე ქობინით დარტყმას „ტოჩკა-უ“ რაკეტით.
ამავდროულად, უკრაინული მედია ისეთი შინაარსის ინფორმაციას აქვეყნებს, რომელიც შეიცავს წესებს, თუ როგორ უნდა მოიქცეს მოსახლეობა ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე აფეთქების შემთხვევაში. ამ ინფორმაციის მიხედვით, რადიაციული ავარიის პოტენციური ზონის მაცხოვრებლები მზად უნდა იყვნენ შესაძლო ევაკუაციისთვის. ამის შესახებ ჯანდაცვის სამინისტროში განაცხადეს.
„თუ ხელისუფლებამ ოფიციალურად გამოაცხადა რადიაციული ავარიის შესახებ, დარჩით შენობაში, ან მიდით შენობაში რაც შეიძლება მალე. თვალყური ადევნეთ შემდგომ შეტყობინებებს და მიჰყევით ხელისუფლების ინსტრუქციებს" - ნათქვამია ჯანდაცვის სამინისტროს ფეისბუკპოსტში, რომელსაც „უნიანი“ აქვეყნებს.
სამინისტროში ასევე აცხადებენ, თუ რა უნდა ჩადოს მოქალაქემ „განგაშის“ ჩემოდანში ან ზურგჩანთაში, რეკომენდირებული ევაკუაციის შემთხვევაში.
0
0