
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, მარია ზახაროვამ, განაცხადა, რომ შეერთებული შტატები გაეროს უმსხვილესი მოვალეა - თანხა $3 მილიარდს აჭარბებს. ზახაროვა აშშ-ის მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტის ყოფილი უფროსის ილონ მასკის მოწოდებას გამოეხმაურა, რომელიც გაეროს დაფინანსების შეწყვეტას ეხება.
„თუ აშშ-ის მსხვილი ბიზნესის წარმომადგენელი, უახლოეს წარსულში აშშ-ის აპარატის წარმომადგენელი, ადამიანი, რომლის აზრიც აშშ-ის საზოგადოებასა და მსოფლიოში ყურადღებას იპყრობს, გაეროს დაფინანსების შეწყვეტას მოითხოვს, გავიხსენოთ, რომ ამჟამად სწორედ ამერიკის შეერთებული შტატებია გაეროს უმსხვილესი მოვალე. ოფიციალური მონაცემებით, 2025 წლის იანვარში, აშშ-ის ვალი გაეროს წინაშე 3 მილიარდ დოლარზე მეტს შეადგენდა. ეს კი მხოლოდ გაეროს ვალია.
ოფიციალური ინფორმაციის საფუძველზე შემიძლია დავადასტურო, რომ დღეის მდგომარეობით, გაეროში შეერთებული შტატების არსებული დავალიანება 3 მილიარდ დოლარს აჭარბებს. ჩემი შეკითხვა ასეთია: რა სახის დაფინანსებაზე საუბრობს მასკი? ამით იმის თქმა უნდა, რომ „ვისი ვალიც მაქვს, ყველას ვპატიობ და, ვისაც ჩემი ვალი აქვს, ყველას ვახდევინებ - პროცენტით?“ ანუ, ასე ჩამოწერენ ვალებს? თუ [მასკმა] არ იცოდა, რომ [აშშ-ს] გაეროს ვალი ჰქონდა? მასკი ვერც კი ხვდებოდა, რა თემას ამხელდა. ვიმედოვნებ, ამ შემთხვევაში, გაეროს სამდივნო ამ საკითხის გადაჭრისთვის ნებისმიერ უფლებამოსილებას გამოიყენებს“, - თქვა ზახაროვამ.
როგორც ცნობილია, ილონ მასკმა სოციალურ ქსელ X-ში გაეროს გენერალური მდივნის, ანტონიო გუტერეშის, სიტყვების საპასუხოდ ისაუბრა. გუტერეშის განცხადებით, „ციფრულ პლატფორმებზე დეზინფორმაციისა და სიძულვილის შემცველი შინაარსის გავრცელების“ საფრთხის წინააღმდეგ ზომების მიღება აუცილებელია.
0
0