
ოთხ კონტინენტს მომაკვდინებელი სიცხე ემუქრება - კლიმატის ცვლილებამ ჩრდილოეთ ნახევარსფეროში შესაძლოა კვლავ ხელი შეუწყოს რეკორდული სიცხის გაძლიერებას, რომელიც გასული ზაფხულის სიცხეს გადააჭარბებს.
ექსპერტების ვარაუდით, ბოლო დღეებში, რეკორდულმა ტემპერატურამ, მთელს აზიასა და ევროპაში, ასობით ადამიანის სიკვდილი გამოიწვია. როგორც ეგვიპტის სამედიცინო და უსაფრთხოების წყაროებმა Reuters-ს განუცხადეს, ჰაჯის შესრულების ცერემონიისას (როდესაც მუსულმანები მექაში სალოცავად იკრიბებიან), სულ მცირე, 530 ეგვიპტელი დაიღუპა, ხოლო 40 - უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება. ჯანდაცვის ორგანოების უმეტესობა ადამიანების სიკვდილის მიზეზად მაღალი ტემპერატურით გამოწვეულ გულ-სისხლძარღვთა პრობლემებს ასახელებს.
აშშ-ის ოკეანური და ატმოსფერული კვლევების ეროვნული ადმინისტრაციის თანახმად, ხმელთაშუა ზღვის აუზის ქვეყნებში ასევე რეკორდულად მაღალი ტემპერატურა ერთი კვირის განმავლობაში ფიქსირდებოდა. სერბეთში, მიმდინარე კვირაში, მეტეოროლოგები 40 ℃ ტემპერატურას პროგნოზირებენ, რადგან ჩრდილოეთ აფრიკის ქარებმა, ბალკანეთის მასშტაბით, ცხელ ფრონტზე გადაინაცვლა. ნიუ-იორკში, სხვადასხვა დაწესებულებაში საგანგებო გამაგრილებელი ცენტები გაიხსნა. აშშ-ის მეტეოროლოგიურმა სამსახურმა ასევე გადაჭარბებული სიცხის შესახებ საგანგებო გაფრთხილება გასცა არიზონას შტატის ნაწილებისთვის, სადაც ტემპერატურა 45,5 ℃-ს მიაღწევს.
მეცნიერების თქმით, სიცხის ტალღები კიდევ უფრო გაძლიერდება, თუ მსოფლიო არ მიიღებს ზომებს წიაღისეული საწვავის წვის შედეგად გამონაბოლქვის შესამცირებლად. თუ მსოფლიოში გლობალური დათბობა 2 ℃-ს მიაღწევს, ექსტრემალური სიცხე 10 წელიწადში საშუალოდ 5,6-ჯერ დაფიქსირდება და 2,6 ℃-ით მეტი იქნება.
0
0