15/10/2021
17:24
პოლიტიკა
როგორც ექსპერტი აღნიშნავს, როგორც ჩანს გლუკსმანსაც, ისევე როგორც ზოგიერთ "მამაოს" შეახსენეს რაღაცეები და სააკაშვილის მხარდამჭერ ფერხულში ისიც ჩაერთო, მაშინ როდესაც სააკაშვილის დაჭერიდან დღემდე ჩუმად იყო.
„როგორც უკვე აღვნიშნე მედიასთან, სააკაშვილის საერთაშორისო აქციები განუხრელად ეცემა და იქაური მხარდამჭერების წრე "კოლექტიურ კუბილიუსს" ვერ გასცდა ჯერჯერობით.
თუმცა, ამ ბოლო დროს "ახალი სახე" გამოჩნდა ევროპარლამენტარი რაფაელ გლუკსმანი (ცნობისთვის შს მინისტრის მაშინდელი მოადგილის ეკა ზღულაძის ქმარი), ასევე სააკაშვილის ოფიციალური მრჩეველი, რომელსაც სახელმწიფო ბიუჯეტიდან სხვადახხვა მომსახურებისთვის გადახდილი აქვს 400,000 ლარამდე.
ეტყობა მასაც ისევე როგორც ზოგიერთ "მამაოს" შეახსენეს რაღაცეები და ეხლა ისიც ჩაერთო სააკაშვილის მხარდამჭერ ფერხულში, მაშინ როდესაც სააკაშვილის დაჭერიდან დღემდე პირი ჰქონდა დამუწული“, - წერს facebook-ზე ანჯაფარიძე.
0
0