
ჩვენს ხელისუფლებას აქამდე ყველაფერი ეპატია და მიიჩნიეს, რომ პროდასავლური კურსის ცვლილებაც შეიძლება აპატიონ. ამიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ ადამიანები, როცა საშუალება ექნებათ, გამოვიდნენ და საკუთარი პროტესტი დააფიქსირონ, - ამის შესახებ „გირჩის“ დეპუტატმა, იაგო ხვიჩიამ „ინტერპრესნიუსთან“ განაცხადა.
ამასთან, ის გამოეხმაურა შს მინისტრის განცხადებას, რომ აქციის მონაწილეებმა პოლიციის მიმართ სცადეს პროვოკაცია და აღნიშნა, რომ ყველაზე დიდი პროვოკაცია საქართველოს ხელისუფლებამ ჩაიდინა და სწორედ მათი პროვოკაციის შედეგია ქუჩაში გამოსული ხალხი და მათი პროვოკაციის შედეგი უნდათ, რომ სხვას დააბრალონ.
„ყველაზე დიდი პროვოკაცია საქართველოს ხელისუფლებამ ჩაიდინა. სწორედ მათი პროვოკაციის შედეგია ქუჩაში გამოსული ხალხი და მათი პროვოკაციის შედეგი უნდათ, რომ სხვას დააბრალონ. ამწვავებენ სიტუაციას, რომ მერე თქვან, თითქოს რევოლუცია მზადდებოდა, რომელიც მათ აღმოფხვრეს. სინამდვილეში ამ ქვეყანაში ზეიმი მზადდებოდა, რომელიც საფეხბურთო იქნებოდა თუ კანდიდატის სტატუსის მიღების და თვითონ ჩაუშალეს ხალხს. ახლა თავიანთი წაქეზებული ხალხის გალახვას თვითონ აპირებენ - ეს არის სიმართლე“, - განაცხადა იაგო ხვიჩიამ.
0
0