
,,ყველაზე ამაზრზენი სანახავია, როგორ ცდილობს უსუსური ოპოზიცია უკრაინელი ხალხის მიმართ საზოგადოებრივ სოლიდარობაზე ხელის მოთბობას. ამ ხალხმა მოახერხა და ყველაზე ამორალური ფორმით ეს ფაქიზი თემა პარტიული კინკლაობის საგნად აქცია. სადაც ხალხს დაინახავენ, ყველგან სცენას აყენებენ და მიკოროფონს ვეღარ აგდებინებენ ხელიდან. ხან პარლამენტში შერბიან, ხან პოლიციელებს აგინებენ. ასეთი ბანძი და უტვინო როგორ უნდა იყო, სულ ერთი და იგივე რაღაცეებზე იმტვრევდე ცხვირს.
ღარიბაშვილი არ გამოხატავს ჩემს პოზიციასო ვიღაცეები რომ ამბობენ, აბა ჩვენ გვკითხეთ გუშინ აქციაზე მიშა მშვილდაძე რომ ზმუოდა, ის გამოხატავს ჩვენს პოზიციას? თუ ელენე ხოშტარია რომ კიოდა რაღაცეებს? ერთი რამე კარგად იცოდეთ, არავის არავიზე ნაკლებად უდუღს სისხლი და არავის არავიზე ნაკლებად უყვარს ეს ქვეყანა. არავის აქვს საზოგადოების დაყოფის უფლება პატრიოტებად და მოღალატეებად, ვაჟკაცებად და ლაჩრებად, პროდასავლურებად და პრორუსებად. ასე რომ, ყველამ მოთოკეთ ემოციები და ცოტა დაოკდით.'' - წერს გვიდიანი.
0
0