12/04/2023
13:17
პოლიტიკა
"ყველაზე ამაზრზენი სანახავია ამ გაიძვერა თაღლითის მოურავების ფართოდ დახუჭული თვალები" - ასე ეხმაურება ექსპერტი, ანდრია გვიდიანი BBC-ის მიერ გამოქვეყნებულ ჟურნალისტურ გამოძიებას"
"BBC-ის საგამოძიებო სიუჟეტმა უკვე საერთაშორისო დონეზე დაადასტურა რას წარმოადგენს კეზერაშვილი. ამ სუბიექტმა ჯერ ქართული ბიზნესები დაატერორა, შემდეგ ქართული ჯარი გაძარცვა, ახლა ევროპელი პენსიონერების გატყავებით არის დაკავებული.
ეს პიჯაკში გამოწყობილი აღზევებული მდაბიო არის საერთაშორისოდ დადასტურებული კრიმინალი. ის აფინანსებს ქართულ ოპოზიციას, მედიას, ეგრეთწოდებულ სამოქალაქო სექტორს და ყველას, ვინც ამ ქვეყნის ჯანჯღარისგან სიამოვნებას იღებს. შესაბამისად, ეს მსოფლიო მასატაბის ქურდბაცაცა არის მთელი ოპოზიციის სახე.
მაგრამ ამ ამბავში ყველაზე ამაზრზენი სანახავია ამ გაიძვერა თაღლითის მოურავების ფართოდ დახუჭული თვალები, რომლებიც არც არაფერს იმჩნევენ, არც არაფრის რცხვენიათ - თითქოს არაფერი მომხდარა. უფრო მეტიც, მისი ნაყიდი არარაობები თავხედურადად ცდილობენ, ქურდი კეზერაშვილი საზოგადოებას თანამედროვე ბიზნესმენად შეასაღონ.
P.S. - საინტერესოა, თუ გამოჩნდება
ვინმე, ვისაც ოდნავ მაინც შეაწუხებს მორალი და გაემიჯნება ამ ინფუზორიას." - წერს გვიდიანი.
ცნობისთვის, BBC-ის გამომძიებელმა ჟურნალისტებმა სავარაუდო თაღლითობის შესახებ სპეციალური რეპორტაჟი მოამზადეს. საუბარია თაღლითობის გლობალურ ქსელზე, რომელმაც რიგითი ინვესტორები მილიარდ დოლარზე მეტი თანხით გაძარცვა.
“ბიბისიმ "დაადგინა ბიზნესმენების ჩრდილოვანი ქსელი, რომლებიც, როგორც ჩანს, თაღლითობის უკან დგანან. მათ შორის ერთ-ერთი, საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი, დავით კეზერაშვილია.
0
0