20/01/2025
19:36
მსოფლიო
ყველას ვურჩევდი, გამოვიჩინოთ სიცხადე და სწორი დამოკიდებულება ტრამპთან ურთიერთობაში, – ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა განაცხდა.
გერმანიის მთავრობის ხელმძღვანელის თქმით, ტრანსატლანტიკურ ურთიერთობებს უდიდესი მნიშვნელობა აქვს.
„როგორ განვითარდება ეს, ჩვენ დავინახავთ. მოხარული ვარ, რომ ჩვენ უკვე გვქონდა ინტენსიური მოლაპარაკებები მომავალ პრეზიდენტთან. თავად ორჯერ ვესაუბრე მას. ჩემმა მრჩევლებმა მის მრჩევლებთან ისაუბრეს. ჩემთვის ეს იყო მიზეზი იმისა, რატომაც ვთქვი რაღაც დისკუსიის შემდეგ გრენლანდიასა და პანამაზე, საზღვრებსა და მათ ირგვლივ არსებულ საკითხებზე. იმის გამო, რომ შეცდომა იქნებოდა ევროპაში უდიდესი სახელმწიფოს და მისი მთავრობის მეთაურის გაჩუმება მაშინ, როდესაც პატარა ქვეყანამ უნდა ინერვიულოს, იმიტომ, რომ რაღაცები რაც ითქვა, არ არის სწორი. ჩვენ ვნახავთ, როგორ განავითარებს აშშ საბაჟო პოლიტიკას მომავალში. ამის შემდეგ ჩვენ შევძლებთ ამის ძალიან მჭიდრო ანალიზს და სწრაფად რეაგირებას. ევროპამ მოაწყო თავისი სავაჭრო პოლიტიკა და, შესაბამისად, ტარიფების საკითხი, როგორც ერთობლივი საქმიანობა. თითოეული ქვეყანა ვერ მიიღებს გადაწყვეტილებას თავისით, ჩვენ ამას ერთად გავაკეთებთ” – განაცხადა ოლაფ შოლცმა.
0
0