28/04/2024
17:09
საზოგადოება
ხვალ გვექნება საყოველთაო-სახალხო შეკრება, სადაც ჩემი აზრით, ჩვენს მოლოდინსაც კი გადააჭარბებს იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც ამაში მიიღებენ მონაწილეობას, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
მდინარაძის თქმით, უმრავლესობის დღევანდელ შეხვედრაზე მთავარი განსახილველი საკითხი სწორედ 29 აპრილის შეკრება იყო.
„ყველას, ვისთვისაც მნიშვნელოვანია, მამული, ენა, სარწმუნოება, თავისი ეროვნული იდენტობა, ტრადიციები, ქვეყნის რეალური და ჭეშმარიტი ევროპული მომავალი, კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ, ხვალინდელ შეკრებას შემოუერთდნენ. ყველას კიდევ ერთხელ ვუთხრათ ქვეყნის გარეთაც და შიგნითაც, რომ ეროვნული ერთობა, ის, რომ ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობა, სუვერენიტეტი, მამული, ენა და სარწმუნოება მართლაც მნიშვნელოვანია, ყველას მოვუწოდებთ, რომ შემოგვიერთდნენ ხვალინდელ შეკრებას“, – განაცხადა მდინარაძემ.
0
0