
მიხეილ სააკაშვილი არ არის ცალკეული ადამიანი. ეს არის ადამიანი, რომლის შესახებაც რამდენიმე ძალიან მნიშვნელოვანმა ორგანიზაციამ მიიღო რეზოლუცია, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის დედამ, გიული ალასანიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
აღნიშნულით ის პრეზიდენტის მიერ სააკაშვილთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა, სადაც ნათქვამი იყო, რომ “ინდივიდუალური შემთხვევა ჩვენს ევროპულ მომავალს არ განსაზღვრავს”.
"ფაქტობრივად, მთელი მსოფლიო დადგა ფეხზე. ზელენსკიმ მთელ მსოფლიოს მიმართა, რომ მისი მოქალაქე გადაარჩინონ. არ ვიცი, აქ რა ილუზია აქვთ, სათითაოდ მიწვდებიან ყველას, ვინც ამ პროცესებშია ჩართული.
უკაცრავად და {ასეთი ადამიანები} განსაზღვრავენ ამ ქვეყნის მომავალს. ეს {მიხეილ სააკაშვილი} არ არის ცალკეული ადამიანი. ეს არის ადამიანი, რომლის შესახებაც რამდენიმე ძალიან მნიშვნელოვანმა ორგანიზაციამ მიიღო რეზოლუცია.
იუსტიციის მინისტრი ფაქტობრივად, სააკაშვილის სიკვდილს აანონსებს. ვფიქრობ, ყველას მოეკითხება“, - აღნიშნავს ალასანია.
0
0
უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 9 ივლისიდან
08/07/2026
10 ივლისს ელექტრომომარაგება შეიზღუდება
08/07/2026