26/10/2024
17:10
არჩევნები 2024
არაფერს განსხვავებულს არ ველოდებით იმ ადამიანებისგან, რომლებიც 9 წლის განმავლობაში ძალადობრივად მართავდნენ ქვეყანას და დღევანდელი დღე არის მათი იმდროინდელი გამოცდილებისა და ჩვევების გამოვლინება, - განაცხადა „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ზუგდიდის დელეგატობის კანდიდატმა დავით კოდუამ. მან ისაუბრა იმ ინციდენტებზე, რომელიც ზუგდიდის მე-9 საარჩევნო უბანზე მოხდა.
„ამ უბანს მოუვარდნენ დღეს მეორედ და ცდილობდნენ პროვოკაციას. მათ მიერ დატრენინგებული ადამიანები შედიან უბანზე, აბულინგებენ დამკვირვებლებს, კომისიის წევრებს ცესკოდან და ა.შ. ყველანაირად ცდილობენ, რომ ადამიანები ზეწოლის ქვეშ მოაქციონ, ატეხონ პროვოკაცია, შექმნან აჟიოტაჟი და საბოლოო ჯამში უბნები ჩაშალონ. ამას ზუგდიდში არავის დავუთმობთ, არავის ვაპატიებთ კანონის დარღვევას და ყველას საკადრის პასუხს გავცემთ“, - განაცხადა კოდუამ.
ზუგდიდში, მე-9 საარჩევნო უბანზე ხმაური იყო. კოალიცია „ცვლილებებისთვის“ წევრები ჯერ საარჩევნო უბანზე დამკვირვებელს დაუპირისპირდნენ, შემდეგ კი „ქართული ოცნების“ მხარდამჭერს ფიზიკურად გაუსწორდნენ.
0
0