
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ, საქართველოში საფრანგეთის ელჩის, შერაზ გასრის პოზიცია შეაფასა და განაცხადა, რომ ყველამ პატივი უნდა სცეს სხვა ქვეყნის სუვერენიტეტს და არავინ უნდა ჩაერიოს სხვა სახელმწიფოს საქმეებში.
ირაკლი კობახიძის განცხადებით, საფრანგეთის ელჩმა პირველ რიგში თავის ქვეყანას უნდა მიხედოს.
"საფრანგეთის ელჩმა პირველ რიგში თავის ქვეყანას უნდა მიხედოს. თქვენ ხედავთ რა ხდება საფრანგეთში. არის ერთ-ერთ საპრეზიდენტო კანდიდატი, რომელსაც გამარჯვების სერიოზული შანსები აქვს და მა აღუკვეთეს არჩევნებში მონაწილეობა. ამ დროს, ჩვენთან მიმართებით აქვთ შენიშვნები ისეთ საკითხებზე, რაც საერთოდ არანაირ შენიშვნას არ იმსახურებს. საკუთარ საქმეებს მიხედონ, ჩვენ არ ვაკეთებთ განცხადებებს იმის შესახებ თუ რა ხდება საფრანგეთში. ყველამ პატივი უნდა სცეს სხვა ქვეყნის სუვერენიტეტს, დამოუკიდებლობას და არავინ არ უნდა ჩაერიოს სხვა ქვეყნის საქმეებში. მით უმეტეს, როდესაც ამას აკეთებს დიპლომატი, ელჩი. ეს არის ვენის კონვენციის პირდაპირ დარღვევა", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
საქართველოში საფრანგეთის ელჩის, შერაზ გასრის პოზიცია საელჩომ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა, მასში ნათქვამია რომ უნდა ️შეწყდეს რეპრესიები და ️გათავისუფლდნენ უსამართლოდ დაკავებული პატიმრები.
0
0