17/04/2024
13:46
პოლიტიკა
“ახლა ყველამ გვერდზე უნდა გადავდოთ ყველანაირი ამბიციები და წყენა, გთავაზობთ საერთო სიის გზით სიარულს” - განცხადება ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო პროცესზე “ვივამედიდან” ჩართვისას განაცხადა:
"ჩვენი ამოცანა ახლა პოლიტიკოსების არის გაერთიანება, მხარს ვუჭერთ და 2020 წელსაც მხარს ვუჭერდი ერთიანი სიის შექმნას და მხარს ვუჭერთ ახლაც ერთიანი სიის იდეას, რომელიც შექმნის ტექნოკრატიულ მთავრობას, წინასწარ გამოცხადებას ამ ტექნოკრატიული მთავრობის, რომელიც იქნება მიმართული ევროპაზე, გარდამავალი პერიოდის აღებას არჩევნების შემდეგ. ახლა მთავარია რუსული რეჟიმი მოვუშოროთ და რუსეთის აქ შემოსვლის საფრთხე გავანეიტრალოთ...ამიტომ ჩვენ გთავაზობთ საერთო სიის გზით სიარულს, ნეიტრალურ პლატფორმაზე არც ერთი რომელიმე კონკრეტული პარტიის ქოლგის ქვეშ" განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა და აღნიშნა, რომ ენმ სხვა პარტიებთან ყველა შემთხვევაში ითანამშრომლებს." - განაცხადა სააკაშვილმა.
0
0