12/03/2023
16:00
პოლიტიკა
“დღეს ალბათ ყველასთვის ნათელია, რა მიზნები ამოძრავებს რადიკალურ ოპოზიციას, განსაკუთრებით ეს მიზნები გამოიკვეთა, როდესაც რუსეთის აგრესია დაიწყო უკრაინაში და იმ დღიდან მოყოლებული არის პირდაპირი, ირიბი, ღია თუ ფარული მცდელობა, რომ საქართველო გამოყენებული იქნას, როგორც მეორე ფრონტის ადგილი”, -ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, მმართველი პარტია ყველაფერს აკეთებ, რომ საქართველო არ იყოს ამ მორიგი ავანტიურის მსხვერპლი.
„დღეს ვხედავთ, რომ აღარ ერიდებიან უკვე „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები ღია ეთერში პირდაპირ ამ მიზნის დაფიქსირებას და ამ მიზნის რეალიზაციაზე საუბარს. ვანო მერაბიშვილის განცხადებაც სწორედ ეს არის, გაკეთებული უკრაინის ერთ-ერთ საინფორმაციო გადაცემაში, სადაც იგი პირდაპირ ამბობს, რომ ჩვენი მიზანია, ახლა დავიწყოთ საპროტესტო მოძრაობა, რათა შევცვალოთ ხელისუფლება, გახდეს პროუკრაინული ქართული ხელისუფლება, ანუ რატომ უნდა იყოს ქართული ხელისუფლება რომელიღაცა სხვა ქვეყნის ხელისუფლების ქვეშევრდომი და შევუტიოთ რუსეთს უკრაინის დასახმარებლად. ანუ დავიწყოთ ომი და ამ ქვეყანაში ისევ დავატრიალოთ ის უბედურება, რაც ამ პოლიტიკურმა ძალამ თავისი ავანტიურისტული პოლიტიკის შედეგად 2008 წელს უკვე დაგვმართა. გამომდინარე აქედან არის, რომ ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ ჩვენს საზოგადოებასთან ერთად, რომ საქართველო არ იყოს ამ მორიგი უმძიმესი, დამანგრეველი ავანტიურის და ავანტიურისტთა მსხვერპლი. ჩვენ კიდევ ერთხელ დავინახეთ, რომ ამ პროტესტის უკან, რომელიც ახალგაზრდების დიდი ნაწილის მიერ გულწრფელად იყო გამოხატული, აი ასეთი ძალები ცდილობდნენ ამ გეგმების განხორციელებას“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.
საქართველოს შინაგან საქმეთა ყოფილმა მინისტრმა, ვანო მერაბიშვილმა 10 მარტს „უკრინფორმის“ მედიაცენტრში განაცხადა: „მე, როგორც ქართველს, მრცხვენია, რომ საქართველო არ მონაწილეობს, არ არის უკრაინის მოკავშირე ამ ომში“.
0
0
რამდენად იყიდით დოლარს და ევროს კვირა დღეს
10/11/2024