27/02/2023
09:01
მსოფლიო
27 თებერვალს ბრიტანეთის პრემიერმინისტრი, რიში სუნაკი ევროკავშირის ხელმძღვანელს ურსულა ფონ დერ ლაიენს შეხვდება, რათა ჩრდილოეთ ირლანდიის ბრექსიტის შემდგომი სავაჭრო შეთანხმებების შესახებ ახალი შეთანხმება დაასრულონ.
რიში სუნაკი ამბობს, რომ იგი "ყველაფერს აკეთებს" ჩრდილოეთ ირლანდიისთვის ბრექსიტის ახალი შეთანხმების უზრუნველსაყოფად და მას სურს "დაასრულოს სამუშაო", თუმცა პრემიერმინისტრმა თქვა, რომ დიდ ბრიტანეთსა და ევროკავშირს შორის შეთანხმება ჯერ არ შემდგარა.
ლონდონსა და ბრიუსელს შორის 2020 წელს ევროკავშირიდან გასვლის შეთანხმების ნაწილის გადახედვის თაობაზე მოლაპარაკებები ერთ წელზე მეტი ხნის განმავლობაში მიმდინარეობს და, როგორც ჩანს, დასრულებამდე მიდის, თუმცა გაურკვეველია, მოხერხდება თუ არა ისეთი შეთანხმების მიღწევა, რომელიც ბრიტანეთსა და ჩრდილოეთ ირლანდიაში შეთანხმების კრიტიკოსებს დააკმაყოფილებს.
"სუნაკი და ფონ დერ ლაიენი შეთანხმდნენ, რომ გააგრძელონ მუშაობა ირლანდიის რესპუბლიკასა და ჩრდილოეთ ირლანდიის პროტოკოლის გარშემო არსებული რთული გამოწვევების საერთო, პრაქტიკული გადაწყვეტისთვის [...] პრეზიდენტი ფონ დერ ლაიენი ხვალ დიდ ბრიტანეთში პრემიერმინისტრს შეხვდება." - ნათქვამია 26 თებერვლას გამოქვეყნებულ ერთობლივ განცხადებაში.
0
0