16/11/2024
12:46
სოც-ქსელები
ამდენი ხანია ცდილობენ შეგვაგუონ აზრს,რომ თითქოს ასეთი უმსგავსობები -აქტივიზმია. ყველაფერს თავისი სახელი აქვს - ეს არის დანაშაული და სადისტური ქმედება! ყველამ უნდა აგოს სათანადო პასუხი, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატი ნინო წილოსანი ცესკო-ში მომხდარ ფაქტზე აცხადებს, სადაც ცესკო-ს თავმჯდომარეს, გიორგი კალანდარიშვილს, "ნაცმოძრაობის" წარმომადგენელმა დავით კირთაძემ საღებავი შეასხა.
მისივე თქმით, „ეს არის კაციჭამიების მორიგი დანაშაულებრივი აქტი და ადამიანის სისხლს დანატრებული დაჯგუფების ბედნიერი ჟივჟივი სოციალურ ქსელებში“.
„ცესკოს თავმჯდომარეს საღებავი თვალებში შეასხეს კაციჭამიების მორიგი დანაშაულებრივი აქტი და ადამიანის სისხლს დანატრებული დაჯგუფების ბედნიერი ჟივჟივი სოციალურ ქსელებში
ამდენი ხანია ცდილობენ შეგვაგუონ აზრს,რომ თითქოს ასეთი უმსგავსობები -აქტივიზმია.
ყველაფერს თავისი სახელი აქვს - ეს არის დანაშაული და სადისტური ქმედება! ყველამ უნდა აგოს სათანადო პასუხი“, - წერს ნინო წილოსანი.
ცნობისთვის, ცენტრალური საარჩევნო კომისიის სხდომაზე, სადაც არჩევნების შედეგებს აჯამებდნენ, ხმაური იყო. ცესკოში „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენელმა დავით კირთაძემ ცესკო-ს თავმჯდომარეს, გიორგი კალანდარიშვილს "შავი ლაქა" უწოდა და შავი საღებავი შეასხა.
უფრო კონკრეტულად, დაპირისპირება მოჰყვა არჩევნებთან დაკავშირებით კირთაძის განცხადებას, სადაც მან კალანდარიშვილს „ტოჩკა რუ“ უწოდა და რომლის შემდეგაც რეგლამენტით გათვალისწინებული დროის გასვლის მიზეზით მას მიკროფონი გაუთიშეს.
0
0