
„პარი სენ-ჟერმენის“ მთავარმა მწვრთნელმა ლუის ენრიკემ ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალში „ლივერპულთან“ საპასუხო შეხვედრამდე „ენფილდზე“ პრესკონფერენცია გამართა და მოახლოებულ დაპირისპირებაზე ისუაბრა.
„პირველი მატჩი გავაანალიზეთ და ისევე ვემზადებით, როგორც ყველა შეხვედრისთვის. ხვალ სხვადასხვა სტილის მქონე ევროპის ორ საუკეთესო გუნდს ვიხილავთ. პირველი თამაში წავაგეთ, მაგრამ მხოლოდ ერთი ამბიცია გვაქვს – გამოვიდეთ მოედანზე და გავაკეთოთ ყველაფერი, რომ მეტოქე დავამარცხოთ.
დარწმუნებული ვარ, რომ ჩემს ყველა მოთამაშეს იგივე სურს. „ენფილდი“ ლეგენდარული სტადიონია და მთელი გუნდი მოტივირებულია. გვინდა ვაჩვენოთ, რომ დიდი მატჩის მღალ დონეზე ჩატარება შეგვიძლია, ეს არის ჩვენი მთავარი მოტივაცია. მაგრამ ასეთ ვითარებაში ძალზე მნიშვნელოვანი ემოციების კონტროლია.
ჩვენი მიზანი ნათელია: ვეცადოთ ვიყოთ უკეთესები, ვიდრე მეტოქე. გასვლითი შეხვედრები ყოველთვის უფრო რთულია, მაგრამ დარწმუნებულები ვართ, რომ კარგად ვითამაშებთ. ჩვენ ასევე ვიცით, რისი გაუმჯობესება გვჭირდება. გვსურს მეტოქეზე მეტად ბურთის ფლობა.
მე ყოველთვის ოპტიმისტურად ვაფასებ „პარი სენ-ჟერმენის“ შესაძლებლობებს. ერთად უნდა შევუტიოთ, თავიც ერთად დავიცვათ“.
შეგახსენებთ, რომ პირველი მატჩი პარიზში „ლივერპულის“ მინიმალური (1:0) გამარჯვებით დასრულდა.
0
0