19/04/2024
14:08
მსოფლიო
ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი ისრაელსა და ირანს მოუწოდებს, თავი შეიკავონ ახლო აღმოსავლეთში ესკალაციისგან.
მისივე თქმით, აუცილებელია, რომ რეგიონში სტაბილურობა შენარჩუნდეს.
„ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ მხარეებმა თავი შეიკავონ რეგიონში ესკალაციისგან. ჩვენ ვნახეთ მასიური თავდასხმა, დაახლოებით 300-მდე უპილოტო საფრენი აპარატებითა და რაკეტებით ირანის მხრიდან ისრაელზე. აუცილებელია, რომ რეგიონში სტაბილურობა შენარჩუნდეს და ყველა მხარემ თავი შეიკავოს შემდგომი ქმედებებისგან“, – განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.
ისრაელმა ირანზე სარაკეტო დარტყმა დღეს დილით მიიტანა, თუმცა ისრაელს ამ დროისთვის თავდასხმაზე პასუხისმგებლობა არ აუღია. მანამდე, ირანმა განახორციელა ირანზე თავდასხმა, სირიაში, ირანის საკონსულოზე ისრაელის თავდასხმის საპასუხოდ.
0
0