21/06/2023
14:59
პოლიტიკა
„ტაბულას“ დამფუძნებელი, თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს:
„არაფერი, რასაც “ფორმულა” ავრცელებს, ან გაავრცელებს სანდო არ არის.
ყველაფერი, რასაც “ფორმულა” ავრცელებს ემსახურება და მოემსახურება მათი პატრონის ავადმყოფი ეგოს ფხანას და არა საჯარო ინტერესს.
როგორც შონ პენის ვიზიტი გააშუქეს მანიპულირებულად და არ აჩვენეს რომ 20 წუთი, ის კაცი აფხაზეთიდან დევნილ ქალებს უსმენდა, იმიტომ რომ კეზერას “ძირგამომთხრელი” აწყობდა;
როგორც მიშას თემას აჩვენებდნენ მანიპულირებულად, და ვისაც კითხვები გვიჩნდებოდა, “‘მიშაზე ეჭვიანობაში” გვამხელდნენ;
ზუსტად ისე უღალატებენ საჯარო ინტერესს და მანიპულირებულ რეალობას შექმნიან – ესაა მათი მოდუს ვივენდი.
ყველაფერი, რასაც “ფორმულა” იზამს, მიმართული იქნება იმ ვირტუალური რეალობის შესაქმნელად, რაც კეზერაშვილს ეგოს მოფხანს და მეტ ფულს დაახარჯინებს.
ეს სამწუხარო რეალობაა, მაგრამ ეს სიმართლეა.“
0
0