-share.jpg)
"ტაბულას" დამფუძნებელი, თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და წერს:
"სანამ არ გაიზრდება დაკვეთა წესიერებაზე და პოლიტიკურად აქტიური ხალხი, ისეთ მარტივ და უნივერსალურ წესებს არ აღიარებს შეფასების კრიტერიუმად, როგორიცაა:
1. არ მოიტყუო
2. არა ცილი სწამო
3. არ მოიპარო
4. არ იბოზო
5. საკუთარ სიტყვებზე და ქმედებებზე პასუხი აგე - ახსენი!
6. ფასით ხარ ნაყიდი და ნუ გახდები მონა!
….
ანუ იმ წესებს, რასაც ყველა წიგნში - საბავშვოში და დიდურში ვკითხულობთ, სანამ კრიტერიუმად არ დავაწესებთ და პოლიტიკურ სპექტრს ამ წესებით არ განვსჯით, ეს ქვეყანა წინ ვერ წავა.
სანამ “ყველას თავისი სიმართლე აქვს, მე რაზე გავისარჯო მტყუან-მართლის გარჩევით” იქნება ფართო გაგებით პოლიტიკური და ინტელექტუალური ელიტის მოდუს ვივენდი - რუსულ ჭაობში ვეყრებით.
“სიმართლე არ არსებობს და ყველაფერი მოსულა” - სანამ ამ წესით იმოძრავებს თვითგამოცხადებული პროდასავლური ელიტა, რუსულ ჭაობში ვიყიყინებთ." - წერს ჩერგოლეიშვილი.
0
0