
როგორც დამოუკიდებელმა პოლონელმა სამხედრო ანალიტიკოსმა კონრად მუზიკამ განაცხადა, „ყველაფერი მიუთითებს იმაზე, რომ ბელარუსი მომავალში რუსეთ-უკრაინის ომში ჩაერთვება“.
„ბელარუსი სამხედრო ძალები "ოდნავ საიდუმლოებით მოცულია", თუმცა რეგულარული ძალები აპრილიდან, პრაქტიკულად, წვრთნებს არ წყვეტენ. მათ ცოტა ხნის წინ განაახლეს სამობილიზაციო რეზერვების მონაცემები.
ბელარუსების სამხედრო აქტივობის ინტენსივობა და მასშტაბი ცივი ომის დასრულების შემდეგ ყველაზე მაღალია. აპრილის ბოლოდან მათ არსებითად გამოიყენეს ყველა სამხედრო შესაძლებლობა, რომელიც საჭირო იქნება ომში ბელარუსის ჩასართველად. ეს ნიშნავს, რომ სარეზერვო სისტემა მობილიზებულია. ახლა უბრალოდ პოლიტიკური გადაწყვეტილების [ომში ჩართვასთან დაკავშირებით] მიღებაა საჭირო. მოხდება თუ არა ეს, ჩვენ არ ვიცით, რადგან გაურკვეველია, რას ფიქრობს [ბელარუსის პრეზიდენტი] ლუკაშენკო. მაგრამ ყველაფერი იმაზე მიუთითებს, რომ ბელარუსი ახლო მომავალში ომში ჩაერთვება.
ამჟამად, ქვეყანაში 10,000-15,000 რუსი ჯარისკაცია დისლოცირებული, რომლებიც რეგულარულად იწვრთნებიან ბელარუს ჯარისკაცებთან ერთად. ჯერჯერობით ამ აქტივობების მასშტაბი მხოლოდ საწვრთნელი ზოლებით შემოიფარგლება და არ დაფიქსირებულა, რომ რუსი ან ბელარუსი სამხედრო ძალები რეალურად გადაადგილდებიან უკრაინის საზღვრისპირა რეგიონებში“, - თქვა კონრად მუზიკამ.
0
0