ყველაფერი ჩვეულ რეჟიმს უბრუნდება, - ამის შესახებ ისრაელში მცხოვრებმა, ქართველმა ექიმმა დიანა გოგბერაშვილმა „ქრონიკასთან“ განაცხადა.
მისი თქმით, ამ დროისთვის, რაიმე განსაკუთრებული მითითება კლინიკას არ მიუღია.
„რა ოპერაციებიც იყო დაგეგმილი, ჩვეულებრივად სრულდება. ეს ჩვენი ყოველდღიურობაა. სხვა რაიმე კონკრეტული და განსაკუთრებული მითითება არ გვაქვს“, - განაცხადა დიანა გოგბერაშვილმა.
ისრაელის თავდაცვით ძალებში წუხელ დაადასტურეს, რომ ირანმა ისრაელის წინააღმდეგ დრონების გამოყენებით თავდასხმა დაიწყო.
ისრაელის თავდაცვითი ძალების სპიკერმა, დანიელ ჰაგარიმ განაცხადა, რომ ირანმა ისრაელის მიმართულებით ათობით ბალისტიკური რაკეტა გაუშვა. დანიელ ჰაგარის თქმით, რაკეტების უმეტესობა საჰაერო თავდაცვის სისტემის მეშვეობით ჩამოაგდეს, ძირითადად ისრაელის საჰაერო სივრცის გარეთ.
მთლიანობაში ირანმა ისრაელის მიმართულებით 300-მდე დრონი, ფრთოსანი და ბალისტიკური რაკეტა გაუშვა.
0
0