
ყველა, ვინც დღემდე თვლის, რომ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების ბოიკოტი იყო სწორი, არის აბსოლუტური დეგენერატი - ამის შესახებ სარეკლამო ტექნოლოგიებისა და კომუნიკაციების სპეციალისტმა ზაზა დობორჯგინიძემ განაცხადა:
"მამუკა ხაზარაძე როგორ გამოიყურება აღარ მახსოვს, ნაცებს პატრონი აღარ ჰყავთ, გახარია გერმანიაშია, დანარჩენები ან ციხეში, ან გირაოს იხდიან.
თვეებია სიტყვა ვადამდელი საპარლამენტო აღარ გამიგია, არც ოლე ოლას მღერის ვინმე, არც დამხობას ითხოვს. სამთავრობო არხებზე რუსულ რეჟიმთან კონსტრუქციული დებატები მიმდინარეობს კონკრეტულ საკითხებზე (ქოცისთვის დაბადების დღის მილოცვაზე ანათემა იყო გუშინწინ). დამხობიდან ქოცებთან ლაპარაკის აუცილებლობამდე მივიდნენ ისე, რომ გზაში ერთი პატიმრის შეწყალებას ვერ მიაღწიეს.
ესაა ფატალიზმის, ირაციონალიზმის, პრაგმატული აზროვნების დეფიციტის შედეგი და იდიოტებად შეაფასებს ამ ოპოზიციას ისტორია, რომელმაც პოლიტიკური მომავალი და ინსტიტუციური ბერკეტები, 400 რადიკალი ფეისბუქელის ისტერიკას გადააყოლა და აჩუქა ოცნებას აბსოლუტური ძალაუფლება.
ყველა, ვინც დღემდე თვლის, რომ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების ბოიკოტი იყო სწორი, არის აბსოლუტური დეგენერატი, ხოლო ვინც პატიმრებს დღემდე იმას მოუწოდებს, არ მოითხოვოთ შეწყალებაო, ხოლო თვითონ გარეთაა, უსინდისოც." - წერს დობორჯგინიძე
0
0