
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ფრონტზე არსებულ ვითარებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ყველაზე ცხელი წერტილი ამ დროისთვის დონეცკის ოლქი, კერძოდ კი ბახმუტია.
სწორედ ბახმუტში დაიღუპა დღეს 5 ქართველი მებრძოლი.
როგორც ზელენსკიმ ვიდეო მიმართვაში აღნიშნა, უკრაინის შეიარაღებული ძალები ყველაფერს აკეთებენ, რომ ამ მიმართულებით მყოფ სამხედროებს დაეხმარონ.
"დონეცკის რეგიონი - ბახმუტი, სოლედარი - ახლა, როგორც ადრე, ყველაზე ცხელი, ყველაზე მტკივნეული წერტილებია. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ დავეხმაროთ ჩვენს ბიჭებს ამ მიმართულებით.
ჩვენი გმირები, რომლებიც იქ იცავენ ტერიტორიას, ყველა, ვინც იქ იმყოფება იმსახურებს უმაღლეს მადლიერებას. ლუგანსკისა და ხარკოვის რაიონები - ვაძლიერებთ ჩვენ ძალებს. სამხრეთი - ვაგრძელებთ ოკუპანტების შესაძლებლობების დაქვეითებას.
საზღვარი - ვამაგრებთ მთელ პერიმეტრს. შავი ზღვის ტერიტორია - ვმუშაობთ ისე, რომ საბოლოო ჯამში კალიბრის რაკეტები მხოლოდ წყლის ფსკერზე იყონ“, - თქვა ზელენსკიმ.
0
0
მაკა ბოჭორიშვილი სერბ კოლეგას შეხვდა
15/05/2025