
დღეს რადიო „სივრცე“ იუბილარია.
2023 წლის 2 ოქტომბერს, FM სივრცეში გამოჩნდა ახალი რადიოსადგური - რადიო „სივრცე“, რომელმაც მაუწყებლობა FM 98.5 სიხშირეზე დაიწყო.
რადიო „სივრცე“ მსმენელებს კარგად ნაცნობი ძველი თუ ახალი ჰიტების გარდა, უამრავ საინტერესო რუბრიკასა და გადაცემას სთავაზობს.
რადიო „სივრცის“ მოსმენა გარდა თბილისისა, ახლა უკვე კახეთშიც შესაძლებელია.
რადიო „სივრცის“ დირექტორის, ეკა ვეფხვაძის თქმით, საზოგადოებრივ-პოლიტიკური რადიოს მიზანია ობიექტურად და ოპერატიულად მიაწოდოს მსმენელს მისთვის საჭირო, გადამოწმებული ინფორმაცია.
„ჩვენი თემატური მიმართულებები მრავალფეროვანია და ის სრულად მორგებულია ჩვენს მსმენელებზე. საინფორმაციო, საავტორო, საზოგადოებრივ-პოლიტიკური, შემეცნებითი რადიოგადაცემები - უკვე დიდი პოპულარობით სარგებლობენ. ჩვენს მსმენელს საშუალება აქვს ასევე, პირდაპირ ეთერში ინტერაქტიულ დისკუსიებში მიიღოს მონაწილეობა და ამა თუ იმ საზოგადოებრივ-პოლიტიკურ თემებზე საკუთრი აზრი გამოთქვას.“- განაცხადა რადიოს დირექტორმა.
მისივე ინფორმაციით, რადიო „სივრცე“ მსმენელებს კიდევ ბევრ საინტერესო სიახლეებს შესთავაზებს.
1
0