24/04/2025
18:29

ყველა შეხვედრა, რომელიც იმართება ამერიკის ახალ ადმინისტრაციასთან თავისთავად მოიცავს რა თქმა უნდა პოლიტიკურ ურთიერთობებს. პოლიტიკა და ეკონომიკა ამ შემთხვევაში მჭიდროდ არის დაკავშირებული. ამის გამიჯვნა შეუძლებელია. თუმცა ამერიკის შეერთებული შტატების ახალი პოლიტიკა, საგარეო პოლიტიკა მთლიანად უკავშირდება ეკონომიკურ ინტერესებს. საქართველოსთვისაც ეს არის ძალიან რაციონალური, მისაღები ასეთი ტიპის მიდგომები და ვფიქრობ, რომ ეს არის ძალიან კარგი წინაპირობა იმისთვის, რომ ჩვენი თანამშრომლობა ეფექტიანი იყოს და თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდეს მომავალში, - განაცხადა „დღის ქრონიკასთან“ პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა, აშშ-ის ახალ ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრებთან დაკავშირებით.
მისი თქმით, შეხვედრაზე ქართულმა მხარემ დააყენა ინიციატივა ორ ქვეყანას შორის ახალი ჩარჩო-მემორანდუმის გაფორმებაზე.
როგორც პირველმა ვიცე-პრემიერმა აღნიშნა, მასში აისახება ის ინიციატივები, რომლებიც ქართულმა მხარემ ამერიკელ პარტნიორებს შესთავაზა და კერძო სექტორთან ერთად დაკონკრეტდება და განხორციელდება.
"ეს არის ჩვენი ინიციატივა, სადაც გარდა არსებული პროდუქტებით ვაჭრობისა, იმისა, რომ ჩვენ შეგვიძლია სავაჭრო ბრუნვა გავზარდოთ ჩვენი შეთავაზებაა, რომ ერთობლივად გავაკეთოთ იდენტიფიცირება ისეთი მიმართულებების, რომელიც იქნება ეკონომიკურად ურთიერთ ხელსაყრელი ორივე ქვეყნისთვის. აქედან გამომდინარე ჩვენ გვინდა, რომ ახალი მიმართულებები განვავითაროთ. ეს არის მათ შორის „შუა დერეფნის“ ეფექტიანად გამოყენება, კიდევ უფრო მეტი სავაჭრო პოტენციალის გამოყენება, რომელიც საქართველოს გააჩნია ამერიკისთვის და ამერიკული კომპანიებისთვის, სადაც რა თქვა უნდა ძალიან დიდი ეკონომიკური ინტერესი იქნება ჩვენი ქვეყნისთვის. და ზუსტად ეს ახალი ინიციატივები ტექნოლოგიების, ინოვაციების მიმართულებით თანამშრომლობა მათ შორის და სხვადასხვა, რაც იდეაში აქამდე არ იყო თანამშრომლობის მნიშვნელოვანი ტესტი, მნიშვნელოვანი საგანი, მაგრამ ეს არის ახალი შესაძლებლობები, რომელიც ჩნდება ახალ გეოპოლიტიკურ გარემოში. შეიძლება იყოს ახალი თანამშრომლობის ჩარჩოს ნაწილი, რომელიც რა თქმა უნდა ზოგადი მიმართულებით, ზოგად პრინციპებს განსაზღვრავს თანამშრომლობის. თუმცა წლის განმავლობაში ასეთი ჩარჩო შეთანხმება შეიძლება უკვე ძალიან კონკრეტულ სამოქმედო გეგმებში გადაითარგმნოს“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
0
0