29/04/2023
21:45
პოლიტიკა
რადიკალურმა ოპოზიციამ ვერცერთ ოლქში ვერ გაბედა კანდიდატურის დაყენება, რაც იმის დასტურია, რომ ისინი „ქართული ოცნების“ მაღალ და საკუთარ დაბალ რეიტინგს აცნობიერებენ, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ მმართველი პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ არჩევნები შეზღუდული კონკურენციის პირობებში ჩატარდა, მაღალი აქტივობა დაფიქსირდა, რისთვისაც მან ამომრჩევლებს მადლობა გადაუხადა.
„ყველა საარჩევნო ოლქში „ქართულმა ოცნებამ“ 2021 წლის მუნიციპალურ არჩევნებში მიღებული შედეგები გააუმჯობესა. კერძოდ, ფოთი-ხობი-სენაკის საარჩევნო ოლქში ჩვენმა კანდიდატმა მიიღო 27 000-ზე მეტი ხმა, როდესაც 2021 წელს მივიღეთ 21 000 ხმა. თერჯოლის მუნიციპალიტეტში ჩვენმა კანდიდატმა მიიღო 11 500 ხმა, 2021 წელს 9 000 ხმა მივიღეთ. ცაგერის მუნიციპალიტეტში ჩვენმა კანდიდატმა მიიღო 4500 ხმა, როდესაც 2021 წლის შედეგი იყო 3200 ხმა. ქუთაისში ჩვენმა კანდიდატმა მიიღო 5300 ხმა, 2021 წელს მივიღეთ 3600 ხმა“, -განაცხადა კობახიძემ.
0
0