-share.jpg)
“ყველა პოლიტიკანი, ვინც სააკაშვილთან გაერთიანებისკენ მოუწოდებს ოპოზიციას, ოპოზიციურ სპექტრს იზოლაციისთვის წირავს” -ამის შესახებ “ტაბულას” დამფუძნებელი, თამარ ჩერგოლეიშვილი სოცილურ ქსელში წერს:
"რასაკვირველია ქართველი ხალხის გადასაწყვეტია ვის აირჩევს და რადგან ბიძინას ირჩევს, ამიტომაც აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს დიპლომატიური ურთიერთობა ბიძინას მთავრობასთან.
მაგრამ როდესაც ქართულ პოლიტიკაზე აზრს ეკითხებიან, ამერიკის ხელისუფლება პასუხობს რომ ძალიან მნიშვნელოვანია ქართველმა ხალხმა გვერდზე გაწიოს ყველა, ვინც მას რომელიმე პოლუსის - ივანიშვილის, ან სააკაშვილის გარემო გაერთიანებას სთხოვს.
ქვედა აბზაცი ელჩის ინტერვიუდანაა.
მოგწონს, არ მოგწონს - ესაა დასავლეთის პრიორიტეტი მრავალი წელია.
ყველა პოლიტიკანი, ვინც სააკაშვილის გარშემო გაერთიანებისკენ მოუწოდებს ოპოზიციას, ოპოზიციურ პოლიტიკურ სპექტრს დასავლეთისგან იზოლაციისთვის წირავს.
ყველა მედია, ვინც ხელოვნურად ახდენს პოლიტიკური ველის პოლარიზაციას და მიშას და ბიძინას ბანაკებად ყოფს ოპოზიციას, ოპოზიციურ პოლიტიკურ სპექტრს დასავლეთისგან იზოლაციისთვის წირავს.
“ძალზედ მნიშვნელოვანია, ისინი, ვინც ცდილობენ, რომ დააბნიონ ქართველები, ვინც ცდილობენ, გაყონ ეს საზოგადოება ან შეინარჩუნონ ეს გაყოფა და პოლარიზაცია, ეს ადამიანები გვერდით გავწიოთ. საქართველოს მოქალაქეებმა სიმართლე უნდა მოისმინონ”. - წერს ჩერგოლეიშვილი.
0
0