05/12/2024
16:25
პოლიტიკა
ყველა პოლიციელი, რომლის სახელი და გვარი ოპოზიციამ გაასაჯაროვა, შექებას იმსახურებს - ისინი თავისი ჯანმრთელობის და ოჯახის ბულინგის ფასად, საქართველოს სუვერენიტეტს და მშვიდობას იცავენ,- ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრი, გურამ მაჭარაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
მისივე თქმით, კარგია, რომ საზოგადოება ამ პოლიციელებს გაიცნობს.
„ყველა პოლიციელი, რომლის სახელი და გვარი ოპოზიციამ გაასაჯაროვა, შექებას იმსახურებს. კარგია, რომ საზოგადოება იმ პოლიციელებს გაიცნობს, ვინც თავისი ჯანმრთელობის და ოჯახის ბულინგის ფასად, საქართველოს სუვერენიტეტს და მშვიდობას იცავს“,- წერს მაჭარაშვილი სოციალურ ქსელში.
ცნობისთვის, „მთავარმა არხმა“ გამოაქვეყნა იმ სპეცრაზმელების სია, რომლებიც მათ ინფორმაციით, აქციის მონაწილეთა დარბევასა და დაკავებებში მონაწილეობენ. მათივე ცნობით, აღნიშნული სია შინაგან საქმეთა სამინისტროდან ფარულად მიაწოდეს.
0
0