
მასშტაბური პროტესტი ჭიათურაში – 3 ათასზე მეტი მაღაროელი უკვე მეოთხე დღეა სამუშაო პირობებს აპროტესტებს და მუშაობის გაგრძელებას არ აპირებს.
არსებული ინფორმაციით, გაჩერებულია ყველა მაღარო, დასაქმებულები კი ჭიათურის ცენტრში არიან შეკრებილები და კომპანია “ჯორჯიან მანგანეზიდან” მოთხოვნების დაკმაყოფილებას ითხოვენ
ხელფასების გაზრდა, შრომის უსაფრთხოების სტანდარტების დაცვა და სამუშაო პირობების გაუმჯობესება – ეს მაღაროელების მთავარი მოთხოვნებია.
გაფიცულები ჭიათურის ცენტრში, ქალაქის მერიასთან არიან შეკრებილები და ამბობენ, რომ მუშაობას არ განაახლებენ, ვიდრე მოთხოვნები არ დაუკმაყოფილდებათ. მათ სულ 25 მოთხოვნა აქვთ.
“ჯორჯიან მანგანეზში” კი აცხადებენ, რომ კომპანიას კრიზისი აქვს და თანამშრომლების მოთხოვნების დაკმაყოფილებას ვერ შეძლებენ.
წყარო: “თაიმერი”
0
0
უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 9 ივლისიდან
08/07/2026
10 ივლისს ელექტრომომარაგება შეიზღუდება
08/07/2026