26/12/2021
13:23
პოლიტიკა
„არაერთი არასამთავრობო და ავტორიტეტული დაწესებულება თვლიდა, რომ ეს ყოფილიყო განცალკევებულად ფუნქციონირებადი სახელმწიფო დაწესებულება. ეს ალბათ განხილვების პროცესშიც გამოიკვეთება, ვისი მოსაზრება საითკენ არის მიმართული. არ მგონია, რომ რაიმე დიდი მიზეზი არსებობს, რომ ერთმანეთთან დაკავშირდეს რაიმე კონკრეტული გადაწყეტილება სახელმწიფო ინსპექტორისა უშუალოდ ამ რეფორმის შინაარსთან.
ქალბატონი ლონდას გადასაწყვეტია, სად და როგორ გააგრძელებს მუშაობას. მისი საქმიანობის შეფასებას რაც შეეხება, იყო იქ ცალკეული საკითხები, რომელთა დაკავშირებითაც მათ შორის მეც მაქვს განსხვავებული მოსაზრებები, მათ შორის ის ხმაურიანი გადაწყვეტილებები, რომელთა დაკავშირებითაც როგორც იურისტს მაქვს განსხვავებული შეხედულებები. რა თქმა უნდა ამ დაწესებულებას ჰქონდა მნიშვნელოვანი წარმატებები, ისევე როგორც ინსპექტორის იმ ფუნქციების ნაწილში, რომელიც უკავშირდება პერსონალური მონაცემების დაცვას“, - განაცხადა სარჯველაძემ.
პარლამენტში შევიდა კანონპროექტი, რომელიც სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ნაცვლად ორი უწყების შექმნას ითვალისწინებს.
0
0