09/03/2023
13:05
პოლიტიკა
მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ „ქართული ოცნება“ „უპირობოდ, ყოველგვარი დათქმის გარეშე გაიწვევს” მათ მიერ მხარდაჭერილ კანონპროექტს ე.წ. უცხოეთის აგენტების შესახებ, სოციალურ ქსელებში გავრცელდა განმარტებითი და გამაფრთხილებელი შინაარსის საჯარო პოსტები, რომ სინამდვილეში, არ არსებობს კანონპროექტის გაწვევის პროცედურა პირველი მოსმენის შემდეგ.
კონსტიტუციონალისტი ვახუშტი მენაბდე განმარტავს, რომ პარლამენტის რეგლამენტის მიხედვით პირველი მოსმენით მიღებული კანონის გაწვევა არ ხდება. ის უნდა ჩავარდეს სესიაზე:
“პარლამენტის რეგლამენტის მიხედვით პირველი მოსმენით მიღებული კანონის გაწვევა არ ხდება. ის უნდა ჩავარდეს სესიაზე.” - წერს მენაბდე.
როგორ შეიძლება ეს საკითხი მოგვარდეს?
"1. პირველი ვარიანტი სასწრაფოდ უნდა გაიტანონ მეორე მოსმენაზე და თავადვე ჩააგდონ (აქედან ერთი თვის განმავლობაში მეორედ აღარ უნდა დააყენონ კენჭისყრაზე, თორემ მეორე მოსმენით ერთხელ ჩაგდებული პროექტის შემობრუნება შეუძლიათ);
2. მეორე ვარიანტის ყველა ინიციატორმა უნდა მოაწეროს ხელი პროექტის გაწვევას.
ასე, რომ უმრავლესობამ საკუთარი ხელით უნდა ჩააგდოს კანონი და ხალხის ძალამ საკუთარი ხელმოწერებით უარი თქვას მასზე!" - წერს მენაბდე სოციალურ ქსელში.
0
0