05/01/2025
17:44
საზოგადოება
ბოდბელი მთავარეპისკოპოსი, მეუფე იაკობი ქადაგებისას ქვეყნაში მიმდინარე მოვლენებს გამოეხმაურა.
მეუფე იაკობმა ერთიანობაზე გაამახვილა ყურადღება, ასევე აღნიშნა, რომ 150-მა დეპუტატმა, რომელიც მოსახლეობამ აირჩია, საერთო საქმე უნდა აკეთოს.
„ჩვენთან არჩევანი არ იყო პარტიებს შორის არჩევანი, პირდაპირ გეტყვით, აქ აბსოლუტურად სხვა რამეზე იყო ეს არჩევანი. ჩვენთან ქართველმა ხალხმა დააფიქსირა ოჯახური სიწმინდე, ეს არ იყო პარტიებს შორის ბრძოლა. ერთ მხარეს იყო ღმერთი, მეორე მხარეს – პური. ნაწილმა პური აირჩია, მაგრამ იმედია, მიხვდებიან და საქმე საქმეზე რომ მიდგეს, ჯერ კიდევ გვიანი არ არის და დადგებიან იქ, სადაც ღმერთია. ჩვენ ყველა ერთად უნდა ვიყოთ, არ შეიძლება, ან პარტიებად დავიყოთ, ან ასე. ეშმაკი ყოფს, ღმერთი აერთიანებს. მილიონზე მეტმა კაცმა აირჩია ღმერთი. ალბათ გონება რომ გაეხსნებათ, თითქმის უმეტესობა აირჩევს ღმერთს. რას ეუბნებიან ამათ – მასე არა, მე გადავწყვიტე, რომ მასე არ იყოს და საქართველოში მასე არ არის? ვერ მოესწრებით, ვინც საქართველოს დაეჯახა, კარგად ნახონ, დღეს ქვეყნებში რა ამბები აქვთ და ფრთხილად იყვნენ. ჩვენ იმათთვისაც ვლოცულობთ, შეცდომილები რომ არიან და თუა არა, ნახავენ ღმერთის ძალას. ქართველებთან ღმერთია, ორივე მხარესთან. სამწუხაროდ, მხარეებია. ერთიც ლამაზია, მეორეც ლამაზია. 150 კაცი ავირჩიეთ, კეთილი უნდა ინებონ და გაახსენდეთ, რისთვისაც ავირჩიეთ, ერთობით, ერთად აკეთონ კეთილი საქმე“, – განაცხადა მეუფე იაკობმა.
0
0