-share.jpg)
„ძვირფასო მეგობრებო, ბელარუსის პრეზიდენტმა სამუშაო პროცესისთვის აბსოლუტურად უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფა მთხოვა, როგორც ეს შეთანხმებული იყო პრეზიდენტ ზელენსკისთან და პრეზიდენტ პუტინთან. ეს ჩვენი წმინდა მოვალეობაა“, - მიმართა დელეგატებს მაკეიმ.
პრეზიდენტი ლუკაშენკო იმედოვნებს, რომ დღევანდელი მოლაპარაკებების დროს შესაძლებელი იქნება ამ კრიზისთან დაკავშირებული ყველა საკითხის გადაჭრა. ყველა ბელარუსი ამისთვის ლოცულობს. დღევანდელი შეხვედრის ორგანიზების კუთხით წარმოდგენილი ნებისმიერი წინადადება განიხილება და ბოლომდე შესრულდება. ჩვენ მოუთმენლად ველით შედეგებს“, - დასძინა მან.
რუსეთსა და უკრაინას შორის მოლაპარაკებების ზუსტი ადგილი უსაფრთხოების მიზეზების გამო გასაიდუმლოებულია. ცნობილია მხოლოდ, რომ მოლაპარაკებები ბელარუსის გომელის ოლქში, მდინარე პრიპიატის სანაპიროზე მიმდინარეობს.
0
0
იაპონიაში ტყის ხანძარს ებრძვიან
04/03/2025