27/04/2022
11:10
პოლიტიკა
ოპოზიციონერი პოლიტიკოსი გიგი უგულავა სოციალურ ქსელში წერს:
„მეგობრებო, თანამოაზრე პოლიტიკოსებო და ტელევიზიით ხშირად მოსაუბრენო, მინდა ასეთი იდეა (challenge) გაგიზიაროთ:
ყოველი სატელევიზიო ჩართვა, პარტიული ბრიფინგი გავმართოთ რუსთავის ციხიდან. ყოველი გამოსვლა, სულ რომ ამინდზე, ტრიგონომეტრიაზე ან მფრინავ სპილოებზე გვიწევდეს, საუბარი დავიწყოთ და დავასრულოთ მიხეილ სააკაშვილის განთავისუფლების მოთხოვნით. მეტიც თავად ციხის ფონზე საუბარი უკვე მეტყველი გზავნილია - თავისუფლება მიშას.
მესმის, ლოგისტიკურად შესაძლოა რთულია, მათ შორის ტელევიზიებისთვისაც. სახლიდან, სტუდიიდან გაცილებით მოსახერხებელია საუბარი. დრო, საწვავი და ნერვები ნაკლებად იხარჯება, მაგრამ, ვფიქრობ, რომ ეს თუნდაც მცირედი ძალისხმევა ძალიან მნიშვნელოვანია პუტინისა და ივანიშვილის ტყვეს, მიხეილ სააკაშვილის, დასახსნელად. მნიშვნელოვანია პატიმრის გასამხნევებლად, მნიშვნელოვანია ამ უსამართლო და ისტორიული სირცხვილის ჩამოსარეცხად, მნიშვნელოვანია რომ ეს თემა მუდმივად იყოს დღის წესრიგში, სანამ არ მივაღწევთ მიზანს.
ერთი მერცხალი გაზაფხულს ვერ მოიყვანს, მაგრამ თუ ბევრნი დავნერგავთ ამ ძალისხმევას, მე დარწმუნებული ვარ რომ ის ამაოდ არ ჩაივლის“.
0
0