
ჩვენი დასკვნები არ არის ხელსაწყოების ყუთი, ამოვიღებთ და დავუშვათ, თქვენ ეს გამოგადგებათ, ასე არ ხდება. ჩვენ განვიხილავთ ინდივიდუალურად, – ამის შესახებ ვენეციის კომისიის წევრმა, ეირიკ ჰოლმოვიკმა პრესკონფერენციაზე კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
ეირიკ ჰოლმოვიკს კითხვა დაუსვეს საერთო სასამართლოების კანონში ცვლილებებთან დაკავშირებით ვენეციის კომისიის მოსაზრებაზე, რომელიც ოქტომბერში გამოქვეყნდა.
„ჩვენ ოქტომბერში გამოვეცით დასკვნა. ის ეხება არა მთლიანად მართლმსაჯულების სფეროს, არამედ უშუალოდ იუსტიციის უმაღლეს საბჭოს. ზოგადად, ეს საკითხები დგას ევროპის ქვეყნებში სხვა იუსტიციის უმაღლესი საბჭოების წინაშე. ჩვენს დასკვნაში საუბარი არ არის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რეფორმირებაზე იმ საბოლოო მიზნით, რომ საბჭო ჩამოყალიბდეს დამოუკიდებელ ორგანოდ, რომლის მიმართაც არსებობს საზოგადოების ნდობა. ჩვენ ვერ მივცემთ კონკრეტულ ინსტრუქციებს, მაგრამ ჩვენი დასკვნები არ არის ხელსაწყოების ყუთი, ამოვიღებთ და დავუშვათ, თქვენ ეს გამოგადგებათ, ასე არ ხდება. ჩვენ განვიხილავთ ინდივიდუალურად. ყოველი სასამართლო სისტემა არის უნიკალური და იმის მიხედვით ვაძლევთ რეკომენდაციებს, რომელიც მოცემულია ოქტომბრის დასკვნაში“, – განაცხადა ეირიკ ჰოლმოვიკმა.
0
0