
მიხეილ სააკაშვილის დედამ, გიული ალასანიამ, რომელმაც შვილი "ვივამედში" მოინახულა, ომში მყოფ პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
"ძალიან დასაფასებელია, ადამიანი ბრძოლის ველიდან აკეთებს ასეთ განცხადებას. რა თქმა უნდა, ძალიან მადლობელი ვარ, ძალიან ვაფასებ. მე ვფიქრობ, რომ ზუსტად იცის რისთვის აკეთებს. ზუსტად იცის, რომ ეს არის ადამიანი, რომელიც თავს დადებს უკრაინისთვის და ნამდვილად არის უკრაინის ერთგული მეგობარი.
ყოველდღე სიცხე აქვს, გუშინ მაგალითად, 38-ც კი ჰქონდა. პროგნოზი რომ კეთდებოდა ორგანოების მწყობრიდან გამოსვლა, ეს ძალაშია. ნებისმიერ მომენტში შეიძლება, ეს პროცესი დაიწყოს, ამიტომ, განსაკუთრებით საჩქაროა ეს ყველაფერი, მძიმე მეტალების გამოყვანა ორგანიზმიდან",- ამბობს გიული ალასანია.
შეგახსენებთ, რომ 14 აპრილს, ყოველდღიურ ვიდეომიმართვაში ვოლოდიმირ ზელენსკიმ საქართველოს მესამე პრეზიდენტზე ისაუბრა და თქვა, რომ მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლე საქართველოს ეთიკურ გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული.
0
0
სემეკი მოსახლეობას აფრთხილებს
08/04/2026